„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ ქვეყნაში, კორონავირუსის COVID19 – ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის მიკროავტობუსებითაც.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა, სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოთხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამიასდ, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით.

მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტი ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, გამოთქვამს მზადყოფნას მოემსახუროს აღნიშნული ტარიფით ყველა იმ კომპანიას, რომელთა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *