„სოკარ გაზი“ აბონენტებს გადახდილ თანხას უკან დაუბრუნებს, ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს:
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.
იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას.“– ნათქვამია განცხადებაში.