„ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს“ – ანდრია ჯაღმაიძე

844 წაკითხვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ შეტევასა და მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე „რუსთავი 2“-თან საუბრობს.

„ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს და რეაქცია სხვაგვარი იქნებოდა, ეს რომ ეკლესიის წევრის მიერ მომხდარიყო, რომ ყოფილიყო ეს საეკლესიო წიაღიდან, წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ცხადია, რომ ეკლესიის მისამართით ნეგატიური პიარის აგორება ხელოვნურად ხდება.

„პირველად რომ გაცხადდა ერთ-ერთი კლასტერი, იყო იტალიის – მოხდა ასე, ექიმმა ჩამოიტანა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სასულიერო პირს რომ ჩამოეტანა, რა ამბავი იქნებოდა დღეს, ეკლესიის გარშემო. ასე რომ, ჩვენ ძალიან ცხადად ვგრძნობთ, ხელოვნურად ხდება ეკლესიის მისამართით მსგავსი პიარის აგორება. თუ დააკვირდით, სულ ერთი კვირა დასჭირდა ეკლესიას მობილიზებისთვის: ყველა ტაძარი იყო გახმოვანებული, დახაზული და მსგავსი წესრიგი, რაც ჩვენმა მორწმუნე და მლოცველმა ხალხმა გამოიჩინა, იშვიათად დამისახელებს რომელიმე ორგანიზაციას, ან რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც ეს გაეკეთებინა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

Next Post

„რა შეცვალა ჩემთვის კორონამ?..“- ირინა სარიშვილი

ოთხ აპრ 1 , 2020
844 წაკითხვარაც კორონა მეფობს, ძალიან მომრავლდა აქაც და რეალშიც საუბრები ფასეულობების გადასინჯვაზე, ახალი ღირებულებების დამკვიდრების ალბათობაზე მას შემდეგ რაც კორონა დამარცხდება. გარკვეულწილად ალბათ ასეც არის, თუმცა მე ჯერჯერობით საკუთარ თავში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ ვგრძნობ. შეიძლება იმიტომ რომ რა ცვლილებებიც ხდება ხოლმე ადამიანში, მე ეს კორონამდე გამოვცადე ჩემს ფათერაკებით სავსე ცხოვრებაში, შეიძლება ზოგი რამ დაბადებიდან მქონდა და ვეღარ შეიცვლება. არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ