1,736 წაკითხვა
ამ მძიმე ვითარებაში, როცა ვირუსისგან თითოეული გამოჯანმრთელებულის შესახებ ინფორმაცია ისე გვახარებს, თითქოს ოჯახის წევრი გამოგვიჯანმრთელდა, მძიმეა იმის ყურება, პოლიტიკოსები როგორ ცდილობენ ასეთ ვითარებაშიც კი ქულების დაწერას. სირცხვილია, თუმცა გასაგებია მათი მცდელობაც… კრიტიკის ნაცვლად ჯობია, ამ საერთო საქმისთვის, ბიუჯეტიდან მიღებული სოლიდური დაფინანსებიდან, მცირედი მაინც გაიღონ იმ ადამიანების გადასარჩენად, ვის ხმებზე ნადირობისთვისაც წინასაარჩევნო პერიოდში ემზადებიან! ყველამ კარგად იცის, რაოდენ მსუყეა ამ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება.
შორენა კოწოწაშვილი