ქუთაისში პოლიციამ გოგი წულაია დააკავა

1,934 წაკითხვა

დღეს, ქუთაისის ცენტრში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია დააკავა.

როგორც ცნობილია, იგი ადმინისტრაციული წესით, კერძოდ, 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისათვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის დროს, პატრულმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოთხოვა, რომელიც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს მანქანაში ჰქონდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წულაიას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მას პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების შემდეგ, გამონათქვამისთვის „დედას გიტირებთ“, ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს და გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი ბრიფინგიც სწორედ აღნიშნულ თემას ეძღვნებოდა. გოგი წულაია მთავრობისგან სავალუტო პუნქტების გახსნას მოითხოვდა.

Next Post

სერბეთში ხედ გადაცმული კაცი დააკავეს, რომელიც კარანტინის რეჟიმს არღვევდა

ოთხ აპრ 1 , 2020
1,934 წაკითხვასერბეთში დააკავეს კაცი, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ხედ გადაცმული არღვევდა. ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა. ადგილობრივი ბლოგერების ცნობით, ასეთი კამუფლაჟის დახმარებით კაცი კომენდანტის საათის დროს ქუჩაში 3 დღე გადაადგილდებოდა, თუმცა მოსიარულე ხემ სამართალდამცველების ყურადღება მაინც მიიპყრო. ანალოგიური შემთხვევა ინგლისის ერთ-ერთ სოფელში დაფიქსირდა. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც მათი თქმით, ხედ გადაცმული მათი მეზობელია დაფიქსირებული.