„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებს და მას „მჩხიბავს“ ეძახის:
„ჩემი დიდი თხოვნაა, თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით მე არ ვარ აქტიური – არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი.
ისეთ ექიმთან წამიყვანეთ, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, სიმართლის თქმა არ ეშინია და პაციენტებს არ ავნებს.
საშიშია ისეთი ექიმების ხელში ჩავარდნა რომლებიც მეცნიერებას არ სცნობენ, გაიძახიან, რომ „ყველაფერი უფლის ნებაა”. ძალიან საშიში.
მოკლედ ამ „გმირებიდან“ არც ერთი. ჩვეულებრივი მოკვდავი ექიმი მინდა, ინგლისური რომ იცის, თანამედროვე ინფორმაციას პირველწყაროდან აგროვებს და სიმართლეს ცალსახად მეტყვის“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
როგორც ჩანს, მისი გაღიზიანება ქალბატონი მარინას იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მან ტვ პირველის ეთერში გააკეთა:
„პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ, მას შევასრულებ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საუბარი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერმრევლისადმი გავრცელებულ საგანგებო მიმართვაზე, სადაც ნათქვამია, რომ „ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს“.