მოქალაქეებს დაჯარიმების შესახებ ყალბი შეტყობინება მისდით – შსს განცხადებას ავრცელებს

1,522 წაკითხვა
ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,UCKEBA”-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge“.
ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

Next Post

„ეს ქოცები სულ გაღმა გავიდნენ, ბიუჯეტის ფული ბიძინას ფული გონიათ და ფიქრობენ, რომ..“

ხუთ აპრ 2 , 2020
1,522 წაკითხვაჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პირად ფეისბუკ-გვერდზე წერს: „მგონი, ეს ქოცები სულ გაღმა გავიდნენ. წეღან ჩემს პოსტში მთავრობის ის გადაწყვეტილება გავაკრიტიკე, დენზე შეღავათი მხოლოდ 36-37 ლარს ვინც ხარჯავს, იმათ რომ შეეხება და უმადური ხარო, მიწერენ. მგონი, მათ ბიუჯეტის ფული ბიძინას ფული გონიათ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ გადასახადებს ანუ ჩვენს ფულს, თუ როგორ გაანაწილებენ, ამის გამო მთავრობას მადლობები უნდა ვუხადოთ“ […]

შესაძლოა მოგეწონოთ