„ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია“ – ლევან ბერძენიშვილი

2,248 წაკითხვა

„ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი. მისი განცხადებით, დიდი ხნის მანძილზე ოპოზიციის ნაწილსაც ეშინოდა:

„ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციაში თანდათან სწორდება ვითარება. მაგრამ, როგორც არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას ეკლესიის, მაინც იმოქმედებს ის წესები ეკლესიაზეც, რომელიც ახლა არის შემოღებული. ხელისუფლებას უნდა თუ არა, ეს მაინც მოხდება.

ეკლესიაში ერთი მხრივ აცხადებენ, ორ მეტრიან დისტანციას დავიცავთო, შემდეგ კი ერთი კოვზით აზიარებენ. ანუ დაგვცინიან. ამბობენ, თქვენ რწმენა არ გაქვთ, ჩვენ გვაქვს, ამიტომ უნდა დაგცინოთ. თქვენ ფრთხილობთ, მაშინ როცა საფრთხილო არაფერია, ქრისტეს სხეული და ა. შ. თითქოს ქრისტეს სხეულის გამო არ შეიძლება ეკლესიაში ინფიცირებული კაცი შევიდეს.

მათ ავიწყდებათ ერთი უბრალო იგავი: როდესაც უფალს შესთავაზეს, რომ მოდი ხალხი გავცხრილოთო, მან თქვა, რომ არა. ჯერ დაიხოცონ და მერე იქნება კეთილები ერთ მხარეს, ბოროტები მეორე მხარესო. ანუ, ის არ ერევა ამ ქვეყანაში. როგორ შეიძლება ეს არ იცოდნენ და სახარება არ ჰქონდეს წაკითხული მღვდელს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სინოდში და დაადგინეს, რომ მათი რწმენა ისეთი ძლიერია, რომ ახლა უნდა გამოიყენონ“ – აცხადებს ბერძენიშვილი.

Next Post

ესპანეთი განკურნებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა – ბოლო 24 საათში 4.096 ადამიანი განიკურნა

ხუთ აპრ 2 , 2020
2,248 წაკითხვაესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8.059-ით მოიმატა და 110.238 გახდა. განკურნებულთა რაოდენობამ 4.096-ით მოიმატა და 26.743-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 965-ით მოიმატა და 10.096 გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ბოლო დღეებში ინფიცირებულთა განკურნებაში დიდ წარმატებას აღწევს და ამ დროისთვის განკურნებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა.

შესაძლოა მოგეწონოთ