სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო

2,165 წაკითხვა

სავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„დაზუსტებით, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვარაუდით, ამის თქმა უკვე შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ პაციენტებს შორის რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადაცემა ფულით მოხდა. ვთქვათ, ხელოსანმა, რომელმაც ფული აიღო და ლომბარდის თანამშრომელმა, რომელმაც ლომბარდში ფული აიღო. ასე რომ, ეს გზა სავსებით რეალურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა დაზუსტებით იმის თქმა, რომ ფული ეს არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო, რადგან ინფექცია ეროვნული ბანკის ფულის საცავის რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა.

კითხვაზე, არის თუ არა ახალ შემთხვევებს შორის ისეთი შემთხვევები, როცა პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბოლოს გამოვლენილი ჯგუფის კონტაქტები დადგენილია და მათი შესაბამისი კვლევა ტარდება.

 

Next Post

„გახარია დღეს ყველა დავალებას ივანიშვილისგან იღებს“ - ლადო სადღობელაშვილი

ხუთ აპრ 2 , 2020
2,165 წაკითხვა„დღეს ზოგი რისთვის უხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს და ზოგი რისთვის. ძირითადად იმისთვის, რომ სერიოზულ თანხებს მართავს. მე კი სულ სხვა რამის გამო ვარ კმაყოფილი – აცხადებს „ახალ თაობასთან “ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი, მისივე თქმით: „რომ არა ამ კაცის ფრთხილი ხასიათი, თუნდაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენთან ეს სიტუაცია არ იქნებოდა და ისევე იქნებოდა მიშვებული ვითარება, როგორც ესპანეთში და იტალიაში. ზუსტი ინფორმაცია […]

შესაძლოა მოგეწონოთ