საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს რეკომენდაციას აძლევს

1,050 წაკითხვა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დღეს ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაციის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – აღნიშნულია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

ზურაბიშვილო! ბიძინა ივანიშვილმა რომ სიკვდილს გადაგარჩინა, ის როგორ იყო? – ქეთი დოლიძე

პარ აპრ 3 , 2020
1,050 წაკითხვაკინორეჟისორი ქეთი დოლიძე “რესპუბლიკური პარტიის” წევრ დავით ზურაბიშვილს მიმართავს: “კავკასიაზე” ორ “გენიოსს” გადავაწყდი გადართვის დროს: ზურაბიშვილი და აქუბარდია, სიბრიყვე. ზურაბიშვილო! ბიძინა ივანიშვილმა რომ სიკვდილს გადაგარჩინა, ის როგორ იყო?”- წერს ქეთი დოლიძე საკუთარი პოსტის კომენტარში. დავით ზურაბიშვილმა რამდენიმე წლის წინ, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით მკურნალობა ჩაიტარა.