საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირთან ვიდეოკონფერენცია გამართა

986 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა.

გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დაწესებული აკრძალვები საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით.

რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით.

ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი.

Next Post

კორონავირუსს ყველაზე წარმატებულად პაპუასები ებრძვიან!?

პარ აპრ 3 , 2020
986 წაკითხვაირკვევა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საუკეთესო მაჩვენებლები კორონავირუსთან ბრძოლაში (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით) ტიმორ-ლესტესა და პაპუა-ახალ გვინეას აქვთ – თითო დაავადებული, არც ერთი გარდაცვლილი, თუმცა არც ერთი განკურნებული (ჯერ-ჯერობით). ტიმორ–ლესტე (აღმოსავლეთი ტიმორი ან აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მოსახლეობა: 1 172 390 კაცი, ფართობი: 14 874 კვ.კმ. პაპუა–ახალი გვინეა (პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. მოსახლეობა – 7 […]