„საშინელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახლა რომ სააკაშვილის პათოლოგიური ხელისუფლება იყოს!“

საშინელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახლა რომ სააკაშვილის პათოლოგიური ხელისუფლება იყოს!

კორონავირუსის გავრცელებას კი არ შეაკავებდა, სპეციალურად გაავრცელებდა, მთელი მსოფლიო, CNN და BBC სულ ჩვენზე ილაპარაკებს და დახმარებას გამოგვიგზავნიანო!

ასე მოიქცა ეგ გარეწარი 2008 წელს, როცა მსხვერპლის თავიდან აცილებას ან შემცირებას კი არ ცდილობდა, მშვიდობიანი მოსახლეობა ოსების მარბიელ რაზმებს შეატოვა!

თურმე რუსეთის სახე აჩვენა მსოფლიოს ამ გარეწარმა!

ახლაც პოლიტიკურ სპეკულაციების დაიწყებდა და, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ჭიაბერაშვილის ამარა დარჩენილ ხალხს!

2008 წელსაც, სამხედროების ნაცვლად, გარეწარი პოლიტიკოსები გასცემდნენ ბრძანებებს და, საშინელი მარცხის შემდეგ, გულანთებული ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულეს დეზერტირობაში! ეს ბიჭები ჯარიდან გაყარეს, ათასებით დააჯარიმეს და დააპატიმრეს!

ახლაც ასე იქნებოდა!

პროფესიონალებს კი არ მოუსმენდნენ და დაუჯერებდნენ, ეპიდემიოლოგების, ინფექციონისტების, იმუნოლოგების, ვირუსოლოგების ნაცვლად ეს ვითომ პოლიტიკოსები დაიწყებდნენ პროცესის მართვას და ყველაფერი კატასტროფით დამთავრდებოდა!

დააკვირდით, ახლა ვერ აჩერებენ ენას და ხელისუფლებაში მყოფებს რა გააჩერებდა?!

თან მაგალითად იტალიას და ესპანეთს მოიყვანენ, ნახეთ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალაო!

მაგრად ვართ გადარჩენილები!

ბონდო მძინარაშვილი

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *