„როგორ მოუთმენლად ელოდებიან დახოცილი ადამიანების მატებას“ – ედიშერ გვენეტაძე

4,125 წაკითხვა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ედიშერ გვენეტაძე სოციალური ქსელით „მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ყალბი ამბების მიზანმიმართული გავრცელებას ეხმაურება:

ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ ამჟამად თუ გაუვიდათ(რაც 99,99%-ით არ მოხდება)ვიღაც მანქურთი ალბათ ოდესმე შექმნის წიგნ-სახელმძღვანელოს „როგორ უნდა გძულდეს სამშობლო და მშობელი ხალხი“. მასში პირველ ფურცლებსა და გვერდებს უალტერნატივოდ დაიკავებენ ამჟამად პროვოკაციული სიუჟეტებით, მოსახლეობის დაშინებისა და ოპონენტებისადმი სიძულვილით განთქმულ-გამორჩეული ორი დესტრუქციულ-დეზინფორმაციული არხი: „მთავარი და „ფორმულა“. ისინი „მაგალითს“ იძლევიან იმისას თუ ჩასაფრებული ბოროტი, როგორ მოუთმენლად უნდა ელოდებოდეს პანდემიისას დახოცილ ადამიანების რაც შეიძლება მატებას, აძაგებდეს მოყვასისადმი თავდადებულ პიროვნებებს, თუ როგორ უნდა წარმოაჩენდე საკუთარი სტომაქის ამოსაყორად თეთრს შავად და შავს თეთრად, თუ როგორ უნდა უნდა ცრუობდე საქვეყნოდ…. და რაც მთავარია თუ როგორ უნდა შეიძულოს მომავალმა თაობამ და საერთოდ ადამიანთა მოდგმამ მამული, ენა და სარწმუნოება.
იცით რა მაინტერესებს – სად დაიბადნენ, სად აღიზარდნენ და სად სწავლობდნენ ამ არხებში მომუშავე სუბიექტები.
გეკითხებით მეგობრებო – არსებობს კი სადმე ისეთი სასწავლებლები, სადაც კაცთმოძულეობას ასეთი დოზით ასწავლიან?“ – წერს გვენეტაძე

Next Post

კორონავირუსმა მილიარდერები დააზარალა - ბიძინა ივანიშვილის ქონება მცირდება – რა წერია ბლუმბერგის მილიარდერთა რეიტინგში?!

კვი აპრ 5 , 2020
4,125 წაკითხვაკორონავირუსის გამო, სხვა მილიარდერების მსგავსად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონებაც მცირდება. ბოლო მონაცემების მიხედვით, ქართველი ოლიგარქის ქონება 5.05 მილიარდ დოლარს შეადგენს. ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში 321-ე პოზიციაზეა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ივანიშვილმა პირველი დანაკარგი მარტის დასაწყისსში განიცადა და მისი ქონება 180 მილიონით შემცირდა. მაშინ “ბლუმბერგის“ მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ერთ თვეშიი კი მისი ქონება 5,05 მილიარდამდე […]

შესაძლოა მოგეწონოთ