„მე გეტყვით, სად არის ბიძინა ივანიშვილი და რატომ არის ჩუმად“ – ყოფილი საჯარო მოხელე მაია სუხიშვილი

2,724 წაკითხვა

ყოფილი საჯარო მოხელე კახეთიდან, მაია სუხიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„სად არის ბიძინა ივანიშვილი ?
რატომ არ ჩნდება რატომ ხმას არ იღებსო
ფუთფუთებენ „ ჩვენზე ზრუნვით““ დადარდიანებული პერსონები

სად არის დაა…
აბა მიიხედ – მოიხედეთ მთელი მსოფლიო, რომ ტაშს უკრავს
საქართველოს მიღწევებს წარმატებულად ვირუსთან ბრძოლაში
ეს სწორედაც რომ ამ ადამიანის დამსახურებაა!!
ისიც მშვენივრად იცის ყველამ, რომ მას არ ჩვევია თავისი სიკეთეებით აპელირება და უმეტესად ჩუმად და ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე აკეთებს იმდენს რაც მის ოპონენტებს ფიქრადაც კი არ გაუფიქრებიათ!!

ამ ადამიანის ქველმოქმედების უამრავი ნაწილი საზოგადოებამ მხოლოდ 2012 ში გაიგო
( ზოგს მიშას გაკეთებული ეგონათ )
ახლაც ასევე უდგას ქვეყანასა და თავის ხალხს გვერდით 

სიკეთის კეთებას თაობებს გადასცემს უკვე
პატარა ბერუკამაც კი შეიტანა წვლილი ქვეყნის გადასარჩენად 

ბანკი „ ქართუს“ ქველმოქმედება და თანადგომა რომ ჩამოვთვალო ერთი დღე დამჭირდება ალბათ…

რაღაც აღარ ისმის მისი ერთპიროვნული მმართველობის ამბავი? რაო? კარგი საქმეები რომ კეთდება ქვეყანა რომ მისაბაძი გახდა ეხლა აღარ არის ხომ?
გეყოფათ ! აღარ გამოგივათ ეს ზღაპრები!!!
ნამდვილი სიკეთე არასოდეს ხმაურობს, ეს ბოროტებას უფრო სჩვევია ხმაური
მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ იმიტომ რომ კარგის კეთება მარტო თქვენი კეთილდღეობისათვის იზომება!!!!

ასე, რომ: ბატონი ბიძინა არის! იყო და იქნება თავისი ქვეყნისა და ხალხის გვერდით!!” – წერს მაია სუხიშვილი.

Next Post

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

ორშ აპრ 6 , 2020
2,724 წაკითხვაპარლამენტის ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მწერალი ეკა ტოგონიძე წერს. „უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა. სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი. რადგან ის არის […]