მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს (ფოტო)

1,465 წაკითხვა

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში დარეკეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

Next Post

„კარანტინი რომ გამოვაცხადო, რა ვჭამოთ? დისტანციურად ვწველოთ ძროხები?!“ – ლუკაშენკო

სამ აპრ 7 , 2020
1,465 წაკითხვაბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ ახსნა, რომ თუ ქვეყანაში კარანტინს დააწესებს, ეს პირდაპირ დაარტყამს ბელარუსის ეკონომიკას. შესაბამისად, არ აპირებს ამის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის გამოცხადების მოთხოვნით უკვე ონლაინ-პეტიციაც არსებობს, რომელსაც ხელს 150 ათასი ადამიანი აწერს. „აქ ჩვენთან ყვირიან – კარანტინიო, კომენდანტის საათიო და ა.შ. მისმინეთ, ამაზე ადვილი არაფერია და 1 დღეში ვიზამთ, მაგრამ რა ვჭამოთ მერე? დისტანციურად […]