
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ ახსნა, რომ თუ ქვეყანაში კარანტინს დააწესებს, ეს პირდაპირ დაარტყამს ბელარუსის ეკონომიკას. შესაბამისად, არ აპირებს ამის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის გამოცხადების მოთხოვნით უკვე ონლაინ-პეტიციაც არსებობს, რომელსაც ხელს 150 ათასი ადამიანი აწერს.
„აქ ჩვენთან ყვირიან – კარანტინიო, კომენდანტის საათიო და ა.შ. მისმინეთ, ამაზე ადვილი არაფერია და 1 დღეში ვიზამთ, მაგრამ რა ვჭამოთ მერე? დისტანციურად ვწველოთ ძროხები, თუ დასვენების დღეები გამოვაცხადოთ?“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 700 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 13 გარდაიცვალა, ხოლო 53 გამოჯანმრთელდა.