1,763 წაკითხვა
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:
„ეს იმ ადამიანების გადასაგონად,ვინც ვიშვიშებს, ვაიმე, ცხოველებისგან შეიძლება ვირუსი გადაგვედოსო – ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა ვახო სანაიასთან ეს სიტყვები და შეუშვით თავში
,,არც ერთი ცხოველი,არც ერთი ძაღლი,არც ერთი კატა ,არ არის დადასტურებული, რომ იყოს ვირუსის გადადების პირველწყარო. ცხოველების ძირითადი დაინფიცირების წყარო არიან თვითონ ადამიანები,ამიტომ ჩვენ მოვერიდოთ ჩვენსავე ცხოველებს,რომ ერთმანეთს არ გავუცვალოთ ეს ვირუსი. ცხოველები ადამიანებისგან არიან საფრთხის ქვეშ და არა ადამიანები ცხოველებისგან“
ხომ გჯერათ ამ მაგარი ექიმის, ხოდა, ათჯერ წაიკითხეთ და მოეშვით პანიკას და ნუ ვარდებით ისტერიკაში საბრალო ცხოველებზე!“– წერს ინგა გრიგოლია.