„თქვენ გინდათ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში? ეს ვერ მოხდება“ – თეა წულუკიანი

1,629 წაკითხვა

„თქვენ გინდათ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში? ეს ვერ მოხდება. კანონი ყველასთვის ერთია“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას დასამული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკლესიებში მსახურებებზე მრევლის შეკრებებს უკავშირდებოდა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რატომ ვერ ხდება ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის აღსრულება, რომელის მიხედვით, კანონით სამ პირზე მეტის შეკრება დაუშვებელია და ეს ხდება იმ ფონზე, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს საპატარიარქოსა და ხელისუფლების შეხვედრები და ამას შედეგი მაინც არ მოაქვს.

„არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი, ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც. წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული  კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს ის ჯარიმდება. გინდათ დასვათ კითხვა უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არ უნდა იყოს და ეს სწორია. კანონი წერია, კანონი იხსენება და ყველა ამ კანონს უნდა დაემორჩილოს”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

Next Post

ავარია მარჯვენა სანაპიროზე – დაღუპულია სამი ადამიანი

ოთხ აპრ 8 , 2020
1,629 წაკითხვათბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულია სამი ადამიანი. ერთმანეთს “ბეემვე”-ს და “ოპელი”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შესაძლოა მოგეწონოთ