„ბიძინა ივანიშვილი, ამ პროცესებში ჩართულია – ეს ძალიან იაფფასიანი თამაშია ოპოზიციის მხრიდან“

1,745 წაკითხვა

„ბიძინა ივანიშვილი, ამ პროცესებში ჩართულია როგორც პარტიის თავმჯდომარე. ის ყველაფრის საქმის კურსშია – აცხადებს for.ge-სთან ინტერვიუში უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, მისი თქმით:

ჯერ ოპოზიცია მის აქტიურ ჩართულობას აპროტესტებდა, ახლა რატომ არ აქტიურობსო, ეს ძალიან იაფფასიანი თამაშია მათი მხრიდან. არის პრემიერი, არის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში, მათზეა ყველაფერი დამოკიდებული. ამ პროცესებში ივანიშვილის ქველმოქმედება არის, ამაზე გაკეთდა კიდეც განცხადებები და თუკი, სხვა რაიმე დახმარება დასჭირდება ქვეყანას, ის მზად არის ამისთვის. მისი ქველმოქმედება ცნობილია, ეს ხდება ათეული წლების განმავლობაში და რაც შეეხება მის კომუნიკაციას პრემიერთან, ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი. თუ აქვს კომუნიკაცია, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ პარტიის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი და ამაში არაფერია გასაკვირი. ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ის ყველაფრის საქმის კურსშია“.

Next Post

„ამ მძიმე დროსაც, ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს“

ოთხ აპრ 8 , 2020
1,745 წაკითხვა„საპატრიარქოში ყველა მეორე მღვდელმთავარი მილიონერია. ახლაც, ამ მძიმე დროსაც, ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს.  ვაჭრობის თემა კორონავირუსია, – აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი 2020NEWS -თან საუბარში. „ამაჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის. საპატრიაქოს აქვს გავლენა მრევლზე, რომელიც არჩევნების დღეს, ერთი დღით ამომრჩევლად იქცევა ხოლმე. ქართული ეკლესიის მღვდელმთავრები თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის საკითხებში […]

შესაძლოა მოგეწონოთ