„ამ მძიმე დროსაც, ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს“

1,835 წაკითხვა

„საპატრიარქოში ყველა მეორე მღვდელმთავარი მილიონერია. ახლაც, ამ მძიმე დროსაც, ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს.  ვაჭრობის თემა კორონავირუსია, – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი 2020NEWS -თან საუბარში.

ამაჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს ხელისუფლებასა და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს შორის. საპატრიაქოს აქვს გავლენა მრევლზე, რომელიც არჩევნების დღეს, ერთი დღით ამომრჩევლად იქცევა ხოლმე. ქართული ეკლესიის მღვდელმთავრები თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის საკითხებში მოიკოჭლებენ.

ისინი არ უჯერებენ მსოფლიო პატრიარქსა და ქართველ თეოლოგებს, რომლებიც ამ საქმეში მათზე გაცილებით უფრო კვალიფიციურები არიან. ბოლო წლებში საპატრიაქო ძალინ დაზარალდა ე.წ. „ციანიდის საქმისა“ და სხვა ბევრი სკანდალის გამო. პრაქტიკულად, საპატრიარქოში ყველა მეორე მღვდელმთავარი მილიონერია, მათ პოსტსაბჭოა ბიზნესი აქვთ. ამასთან, ეკლესიაში რუსული გავლენებია. ეკლესიის მიმართ ნდობა სერიოზულად შეირყა და ესეც არის ფაქტორი იმისა, თუ რატომ უწევს ეკლესია წინააღმდეგობას ხელისუფლებას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველოს საპატრიაქოში ზოგს გაუჩნდა ყალბი ილუზია, რომ ქართველები უფრო მაგარი მართლმადიდებელები ვართ.

“მსოფლიოში ყველა რელიგიური კონფენსია, მათ შორის, მართლმადიდებელი ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბერძნული ეკლესიები, რუმინელები, ბულგარელები და რუსებიც კი, ადეკვატურად აფასებენ შექმნილ საფრთხეებს. შესაძლოა, საქართველოს საპატრიაქოში ზოგს გაუჩნდა ყალბი ილუზია, რომ ქართველები უფრო მაგარი მართლმადიდებელები ვართ, ვიდრე მთელი დანარჩენი მართლმადიდებლური სამყარო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

Next Post

„საჯარო მოსაწვევი, ჩემო მაგარო მეგობრებო და მტრებო“ - სოსო გოგაშვილის საჯარო მოწვევა

ოთხ აპრ 8 , 2020
1,835 წაკითხვა„სუსი“-ს უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მისი პიროვნების უკეთ გაცნობის მიზნით იწვევს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს, თუ როგორი ადამიანია სინამდვილეში. როგორც სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პანდემიის ჩავლის შემდეგ, საკუთარ სოფელში ეპატიჟება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. „საჯარო მოსაწვევი, ჩემო მაგარო მეგობრებო და მტრებო(ც) ეს ყველაფერი ცუდი, ძალიან მალე გადაივლის და გადავალთ ისევ ცხოვრების ნორმალურ ეტაპზე. თუ ნორმალური ჰქვია, […]

შესაძლოა მოგეწონოთ