ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 116 ნიმუშიდან ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მოვიდა

2,203 წაკითხვა

გუშინ დღის განმავლობაში ლუგარის ცენტრში სადიაგნოსტიკოდ შევიდა 116 ნიმუში, ყველა ამ ნიმუშზე გვაქვს უარყოფითი შედეგი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„ბოლო ინფორმაციით, გუშინ დღის განმავლობაში ლუგარის ცენტრში სადიაგნოსტიკოდ შევიდა 116 ნიმუში, ეს გახლავთ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, კონტაქტირებული პირიდან და საკარანტინე ზონიდან ჯამურად შესული ნიმუშების რაოდენობა. ყველა ამ ნიმუშზე გვაქვს უარყოფითი შედეგი, ანუ კარგი შედეგი. რაც შეეხება ბოლო პაციენტთან დაკავშირებულ შემთხვევებს, იცით, რომ გვყავს ერთი ინდექს პაციენტი და მასთან დაკავშირებული 5 დადებითი შემთხვევა, ანუ ისინიც პაციენტები არიან უკვე. მოძიებულ იქნა ამ 6 შემთხვევის კონტაქტირებული პირები, ჯამურად ამ ეტაპზე არის დაახლოებით 108 კონტაქტირებული პირი, როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე ოჯახური კონტაქტები. რა თქმა უნდა, ეპიდკვლევა გრძელდება და ეს ერთ დღეში ვერ დასრულდება, ამიტომ შესაძლოა ჩვენ კონტაქტების რაოდენობა გაგვეზარდოს ერთეული რაოდენობით და არა მასიურად. კონტაქტებში, სადაც საჭიროდ ჩაითვალა, ბოლო კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით, გამოხატული შესაძლო ჩივილების გათვალისწინებით აღებულია კვლევისათვის ნიმუშები. ეს დაახლოებით გახლავთ 40 ნიმუში, სამედიცინო პერსონალისა და ოჯახური კონტაქტების და როგორც გითხარით, არცერთ მათგანთან დადასტურება არ მიგვიღია. შემდგომი დღეების განმავლობაში მათზე მეთვალყურეობა გაგრძელდება“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

Next Post

„მამოლოგებმა ქალი გასინჯვისას წელსზევით არ უნდა გააშიშვლონ“ – ბაია პატარაია

ხუთ აპრ 9 , 2020
2,203 წაკითხვაორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ფემინისტი ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა ფილტვების მოსასმენად ქალებს ლიფი არ უნდა შეხსნან, მამოლოგებმა გასინჯვისას კი ქალი წელსზევით არ უნდა გააშიშვლონ. „პრესკონფერენციის მერე ბევრი შემომიხტა და მიმტკიცებს, რომ ლიფის გახდა/შეხსნა ფილტვების მოსასმენად აუცილებელია. თურმე ამაზეც გვჭირდება გაიდლაინები, რომელიც არ გვაქვს. პ.ს. მე მაქვს წაკითხული, რომ მამოლოგმაც კი არ უნდა გააშიშვლოს წელზევით სრულად ქალი ხელით შემოწმებისას, […]

შესაძლოა მოგეწონოთ