რატომ გაუთიშა დიანა ტრაპაიძემ ბასილ კობახიძეს ეთერი – „ტირაჟირება შავბნელი მღვდლების ბოდვების არ შეიძლება“

8 აპრილს ტვ პირველში დიანა ტრაპაიძის ბასილ კობახიძესთან საუბრის დროს ინციდენტი მოხდა.

საფრანგეთიდან ჩართული ბასილ კობახიძე საქართველოში სააღდგომო ლიტურგიის გამართვის პრობლემურობაზე  საუბრობდა.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ტაძრების დაკეტვა იქნებოდა ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება“? – ჰკითხა მას ჟურნალისტნა.

ბასილ კობახიძემ ასე უპასუხა:

„ასეთი მასობრივი ტირაჟირება თქვენი თუ სხვა ტელეარხებიდან შავბნელი მღვდლების ბოდვებისა უკრიტიკოდ, უკომენტაროდ და ვითომ ობიექტურად პანდემიის დროს არ შეიძლება.“

დიანა ტრაპაიძე:

„არ ვფიქრობ, რომ კორექტულია ასეთი ტიპის განცხადება და არც ამ შენიშვნას არ მივიღებ. დიდი მადლობა ბასილ კობახიძეს“.

ამ სიტყვების მერე დიანა ტრაპაიძემ ბასილ კობახიძეს კავშირი გაუწყვიტა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა  სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა.

„ბასილ კობახიძეს ბოდიში მოვუხადე (ეთერშიც და მიღმაც) და მაყურებელსაც. სიბნელის ადვოკატად ვერ გამოვდგები. ამისთვის ეთერს ადრე არ დავამთავრებდი, სხვაგვარად არც ვთხოვდი ეთერში ჩართვას. უბრალოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. როგორც ერთ ეთერში ვაღიარე, არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები.
ჩემი პატივისცემა ბასილ კობახიძეს“ – დაწერა დიანა ტრაპაიძემ.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *