ნახეთ, უმადურობისა და უსინდისობის საზღვარი სად გადის? ივანიშვილმა 100 მილიონი გადარიცხა ფონდშიო, ახლა ამას, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებსო, მეორენი ამბობენ, 100 მილიონი კი გადარიცხა კაცო, მაგრამ, უფრო მეტი რომ მართებს ხალხისაო? მე ასე ვიტყვი, ეს ორივე დაჯგუფება, რამოდენიმე დღის წინ, ენას იჩლექდა, სად იმალება ივანიშვილი და რატომ არ ეხმარება ხალხსაო….
მოკლედ, “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების” კარგად აპრობირებული პრინციპი მოქმედებს და საზღვარი აღარ აქვს ამ პოლიტიკურ სცენაზე “კეკლუცსა” და “მატრაკვეცობას”…ნუ ვიქნებით უმადურები ხალხნო, უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა ცოდვათაგან..
პაატა შავაძე