„სცენარის მეორე ფაზა ხალხის დამშევას გულისხმობს“ – ირაკლი გოგავა

1,368 წაკითხვა

„გლობალისტები მსოფლიო სასურსათო კრიზისი შექმნას შეეცდებიან და ამას მედიის საშუალებით გააკეთებენ“ – აცხადებს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა for.ge-სთან ინტერვიუში. გოგავას განცხადებით:

„ამის ნიშნები თავიანთი ტელევიზიებით უკვე გვაჩვენეს – მაღაზიების ცარიელი თაროები; ხალხის მიერ მარაგების შესყიდვა; ხორბალმა 10%–ით მოიმატა; სურსათის ექსპორტი ზოგიერთი ქვეყნიდან იზღუდება და ა.შ. გავიხსენოთ, როცა მოსკოვი და КГБ საბჭოთა კავშირს შლიდა, საწყობები სავსე იყო, მაღაზიის თაროები კი ცარიელი; სავსე ვაგონები დეპოებში იდგა, მომხმარებლამდე კი არ მიდიოდა… კრიზისს სპეციალურად იწვევდნენ, რათა ხალხი ახალ მოსალოდნელ რეალობას ნაკლები პროტესტით დათანხმებულიყო. სცენარის მეორე ფაზა იქნება, რაც ხალხის დამშევას გულისხმობს – საკვების სანაცვლოდ მშიერი მასების რაიმეზე დათანხმება მარტივია. გლობალისტები ბიბლიურ სიუჟეტებს კარგად იცნობენ და თავიანთ პროგრამებს ბიბლიური სიუჟეტების მიხედვით ადგენენ, რათა პროცესებს მეტი მისტიკა, ძალა და დამაჯერებლობა შესძინონ. ახალ აღქმაში, იოანეს გამოცხადებაში, რომელსაც აპოკალიფსსაც უწოდებენ, ბოლო ჟამის აღწერაში აპოკალიფისის 4 მხედარია ნახსენები, რომელთაგან მესამე შიმშილის სიმბოლოდ არის მიჩნეული.

მეორე მხედრის, ანუ ომის სცენარს გამოტოვებენ, რადგან ბირთვულ სამყაროში დიდი ომი გლობალისტებსაც არ აწყობთ, რადგან უმართავი პროცესები შეიძლება წავიდეს. თანაც ამ ვირსუსის პანდემიას „ომი უხილავ მტერთან“ უკვე დაარქვეს. მესამე მხედრის შემდეგ ჩნდება მეოთხე მხედარი, რომელიც სიკვდილის სიმბოლოდ არის მიჩნეული.

მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებენ გლობალისტები, ჩვენი ამოცანა მარტივია: პირველ რიგში, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას მივხედოთ. ქვეყანამ მინიმუმ თავისი საკმარი სურსათი უნდა აწარმოოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ანალიზის და დაგეგმვის დროს ამოსავალი წერტილი ყველაზე ცუდი სცენარი უნდა იყოს. ამიტომ, ამ ვითარებაში, სასურსათო ბაზის შექმნაზე სახელმწიფომ და ხალხმაც რესურსი არ უნდა დაიშუროს“.

Next Post

„ბოლო შანსი გაქვთ“ – გია აბაშიძე

ხუთ აპრ 9 , 2020
1,368 წაკითხვაანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის შესახებ წერს: „სააკოვიდ -5-ისა, კოლექტიური გუბაზებისა და შალიკოების მესიჯბოქსი 9 აპრილს და შემდგომში – ჩვენ „გამოვგლიჯეთ“ ეს 100 მილიონი და კიდევ მეტს „გამოვგლიჯავთ“! დიდი ხნის წინათ თქვა “ქართუმ”, რომ მზადაა თითქმის ულიმიტო დახმარებისათვის. ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა სახელმწიფოს, 2015 წლის ივნისის წყალდიდობის, შემდეგ ტყის ხანძრების ზარალის შემცირებაში, ცხადია მანამდეც და არაერთგზის. წყალტუბოზე, აბასთუმანზე, კულტურაზე, ინფრასტრუქტურაზე და […]