კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 პაციენტის სინჯიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა

1,402 წაკითხვა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 პაციენტის სინჯიდან კორონავირუსი არც ერთთან დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე. წ. ცხელების წერტილებიდან და საკარანტინე სივრცეებიდან, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება, პასუხი კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე კახეთში 11 კარანტინის სივრცეა, სადაც 416 მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში ოთხი „ცხელების ცენტრი“ მოქმედებს, სადაც ჯამში 77 ცხელების მქონე პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.

Next Post

კლიპი რომელმაც საზოგადოების ნაწილი შოკში ჩააგდო (?)

პარ აპრ 10 , 2020
1,402 წაკითხვასოციალური ქსელით გავრცელდა სამოყვარულო დონეზე, ტელეფონით გადაღებული კლიპი, სადაც მომღერლები საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ. სახელდახელოდ გადაღებულმა კლიპმა რელიგიური ელემენტების გამო ლიბერასტების რისხვა დაიმსახურა.

შესაძლოა მოგეწონოთ