გრიგოლ ვაშაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. როგორც “ინტერპრესნიუსს” “ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.

შსს-ს ცნობით, გრიგოლ ვაშაძე, სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„გახარია კიდევ უფრო მაგარი კაცია, ის თანამდებობისთვის საერთოდ არ იომებს“

ოთხ ივლ 17 , 2019
წაკითხვა: 80 პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ის არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „გახარია კიდევ უფრო მაგარი კაცია, ის თანამდებობისთვის საერთოდ არ იომებს. მისი გადადგომა, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს იქ, მოძალადეებიუ უნდა შევიდნენ […]