საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

2,031 წაკითხვა

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ის მოქალაქეებს თურქეთის 31 დიდ ქალაქში გამოცხადებული 48-საათიანი კომენდანტის საათის შესახებ აფრთხილებს.

ჯანჯღავა აღნიშნავს, რომ ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 12 აპრილის შუაღამემდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

„ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280;

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00;

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26;

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – აღნიშნულია გიორგი ჯანჯღავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Next Post

არ დამიწყოთ, ახლა, თავი შეიკავე, ქალი ხარ… ვისთან უნდა შევიკავო თავი?! ამ კაცისმაგვართან? – ხათუნა ხოფერიას უმწვავესი პასუხი სააკაშვილს

შაბ აპრ 11 , 2020
2,031 წაკითხვახათუნა ხოფერიას პასუხი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ქართველი მომღერლების მიერ, კოვიდ 19-თან დაკავშირებით მომზადებულ ვიდეოკლიპს დასცინა. “არ დამიწყოთ, ახლა, არ გიხდება, თავიშეიკავე, ქალი ხარ… ვისთან უნდა შევიკავო თავი?! ამ კაცისმაგვართან? შე ავადმყოფო, 9 წელი შენი ბოზი ცოლის მეგრულ წიკვინს გვასმენინებდი… იმ უნიჭო, ტრაკგასიებული აგენტის ღნავილზე ატარებდი არჩევნებს… შენი ძუძუდაკბენილი პრასტიტუტკა ძუკნები ამოგვიყვანე ყელში… შენი მუსიკა კასტილიანის გაუპატიურებული კაცების ბღავილი იყი! […]

შესაძლოა მოგეწონოთ