იქნება თუ არა გახარია „ოცნებისთვის“ შეუცვლელი ლიდერი – „მთავარია, როგორ მოახერხებს ხელისუფლება მოპოვებული რეიტინგის შენარჩუნებას“

„უნდათ, გაავრცელონ მოსაზრება, რომ გახარია შეუცვლელია – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, მას ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი:

„არ უნდა დაგვავიწყდეს გახარიასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც 20 ივნისს უკავშირდება. აქედან გამომდინარე „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებით საზრდოობდეს საზოგადოება, რათა გადაფარონ ის ნეგატივი, რომელიც გახარიას აქვს ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ვინაიდან არჩევნების დროს შესაძლოა გახარია იყოს კამპანიის ლიდერი. კრიზისის ფონზე საკმაოდ ხელსაყრელი ვითარებაა „ქართული ოცნებისთვის“. იმისათვის, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით აქტივობა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელ მსოფლიოში ხდება ე. წ. ერთი დროშის გარშემო გაერთიანება. ასე უწოდებენ ამ ფენომენს და აქედან გამომდინარე საკმაოდ ხელსაყრელი ვითარებაა „ქართული ოცნებისათვის“.
ოპოზიციამაც შეარბილა კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით, ვინაიდან საერთო კრიზისია და ყველა ცდილობს კონსოლიდაცია მოახდინოს. ბუნებრივია ეს ხელს უწყობს მის წინ წარმოჩენას და ეს არის უნიკალური შანსი იმისათვის, რომ წარმოჩინდნენ ლიდერები, რადგანაც „ქართული ოცნების“ მმართველობისას ისინი ჩრდილში იყვნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ალბათ მოხდება პოსტკრიზისულ პერიოდში და ყველაზე მთავარია, როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამ მოპოვებული რეიტინგის შენარჩუნებას-აცხადებს კაკაჩია.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *