„სანამ ის ხელს აფათურებდა, ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა კეთდებოდა, როგორც კი ჩამოშორდა..“

3,136 წაკითხვა

გაიყვანეთ თქვენთან აფილირებული მინისტრები მთავრობიდან, გახარიას მიეცით საშუალება, მოახდინოს საკუთარი გუნდის ფორმირება – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა:

დღეს ხელისუფლებას არ უნდა შეექმნას ის ილუზია, რომ ადამიანები მის მიმართ ლოიალურები არიან და ეს გრძელვადიანად გაგრძელდება. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ სიკვდილის შიში მას ლოიალურს ხდის ხელისუფლების მიმართ, რომელზეც ის დამოკიდებულია. მაგრამ, როგორც კი სიკვდილის შიში უკანა ხაზზე გადადის და წინ მოდის შიმშილის შიში, ის ხდება აგრესიული. თუ პოსტ კორონა პერიოდში ხელისუფლება არ იქნება ეფექტური ეკონომიკური და სოციალური რისკების დასაზღვევად, ზუსტად 2 კვირაში ყველას დაავიწყდება ლოიალობა და ჩახუტება.

შეიძლება ხელისუფლების მიმართა პრეტენზიები გქონდეს, მაგრამ ამის დრო არ არის. მაგრამ, გარდა ამისა, მათ აჩვენეს რომ შეუძლიათ… მათ არ ვიტყოდი, ერთ ადამიანზე ვიტყვი – გახარიაზე. მას აქვს კრიზის მენეჯერული თვისებები, ეს ადრეც ნანახი გვაქვს, წინა ცხოვრებაში. ახლაც გამოავლინა და შესაბამისად მის მიმართ ლოიალობის წინააღმდეგი სულაც არ ვარ. მე საკმაოდ ლოიალური ვარ მის მიმართ და მეტსაც გეტყვით, მხარსაც კი ვუჭერ ამ პერიოდში. მაგრამ, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ძველი პრეტენზიები სადმე წავიდა. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედება არ ეშლება და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ. ჩვენ გვახსოვს მისი მრავალწლიანი ქველმოქმედება 2011 წლამდე. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ამის შემდეგ მისი ქველმოქმედება აღარ აღიქმება უანგარო აქტად. რატომ? იმიტომ კი არა რომ ეჭვი შემაქვს უანგაროა თუ არა. ამას საერთოდ არ ვლაპარაკობ. როცა ხელისუფლებაში ხარ, შენი ბონუსი ნებისმიერ ქველმოქმედებაზე არის ძალაუფლება და შენს ირგვლივ მყოფი ინტერეს ჯგუფები აშენდნენ ამ პერიოდში , აქ რბილად რომ ვთქვათ, მის მიერ გაღებული თანხები აღიქმება როგორც ინვესტიცია, რომელი ექვემდებარება ამოღებას.

თუ ამას ბიძინ ივანიშვილი არ აკეთებს, მის ირგვლივ ძალიან ბევრი წურბელა აკეთებს. ჩვენ ამას ვხედავთ და შესაბამისად უკმაყოფილო ადამინებს სეგმენტი ბევრია. მისი ქველმოქმედება დამაჯერებლობას კარგავს. მან ეს სამე კარგად იცის, კარგად გამოდის და რაც მთავარია უყვარს. პოლიტიკა არ არის მისი საქმე. ახლაც გამოჩნდა, როგორც კი დისტანცირდა ხელისუფლებიდან და ინსტიტუციური წესრიგი აღდგა, გამოჩნდა რომ ამ მთავრობასაც კი რაღაც შეძლებია. ფაფხურობენ, რაღაცას აკეთებენ. ფუნქციონალური გახდა, ეფექტური და ჩვენ ეს მოვწონს. შესაბამისად, სჯობს ბიძინა ივანიშვილი, მაინცდამაინც არ უყვარს ეს პოლიტიკა, კარგი დროა პოლიტიკიდან გასასვლელად, გავიდეს, გააგრძელოს ქველმოქმედება, მეცენატობა, მებაღეობა მინდაო თქვა და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი მებაღე იქნება. აკეთოს ის საქმე რაც უყვარს, მაგრამ მარტო ამის დეკლარირება არ იქნება საკმარისი. იმისთვის რომ ამ კარებიდან ღირსეულად გავიდეს, მე მას მივმართავ, პოსტ კრიზისულ პერიოდში ყველა ის მინისტრი წავიდეს მთავრობიდან, რომელიც მასთან აფილირდება.

ასეთია იქ უმრავლესობა და გახარიას მიეცეს საშუალება, მოახდინოს საკუთარი გუნდის ფორმირება. რადგან მან დაამტკიცა, რომ რაღაცეების უნარი აქვს.

სანამ ის ხელს აფათურებდა, ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა და არასწორად კეთდებოდა და სერიოზული პრეტენზიები იყო. როგორც კი ჩამოშორდა, ამ კაცმა რაღაც ფხა გამოაჩინა. აცადოს მუშაობა“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Next Post

„ტამიშში დიდ ორმოში ჩვენი ჩახოცილი, ნაწამები მეომრები ეყარნენ“  - არჩილ ხოფერია

შაბ აპრ 11 , 2020
3,136 წაკითხვალალი ცერაძე ჩემს მიერ მზადდება გამოსაცემად წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“ აფხაზეთის ბრძოლების ისტორიისათვის. გთავაზობთ ჩანახატს ლანჩხუთის მოიერიშე რაზმის შესახებ, რომელთაც თავადადებით იბრძოლეს გაგრისდა ოჩამჩირის ყველაზე მძიმე ბრძოლებში. ლანჩხუთის რაზმი აერთიანებდა გურულ ბიჭებს და რა სწრაფები და ვაჟკაცი მეომრები იყვნენ ამ კუთხის შვილები ოდითგანვე ყველასთვის ცნობილია. ამ რაზმს ხელმძღვანელობდნენ ძმები ჯამბულ და არჩილ ხოფერიები და მათ სიმამაცეზე დღესაც ლეგენდები დადის. სამწუხაროდ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ