ეს ვირუსი ახალია – რას გვიმზადებს და როგორ შეიცვლება არ ვიცით

2,038 წაკითხვა

ექიმ კონსტანტინე მათითაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

არის საზოგადოების ნაწილი ვისაც არ ესმის ან “განსვავებული” აზრი სურს დააფიქსიროს ან უბრალოდ “კაი ტიპობს”… ვინც ამბობს, რომ კარანტინი და მასთან ასოცირებული სხვადასხვა შეზღუდვები არის “მარტივად” რომ ვთქვათ არასწორი ქმედება.

“გეტყვით: ვაქცინისა და წამლის არარსებობის შემთხვევაში კარანტინი ერთადერთი ისტორიულად და დღეს არსებული “მკურნალობის” გზაა!

კიდევ გეტყვით: ვირუსის ნაწილობრივი შეკავება და დაბალი რიცხობრივი მაჩვენებლებით გადატანა არის მეტად მნიშვნელოვანი!

კიდევ: ეს ვირუსი ახალია – რას გვიმზადებს და როგორ შეიცვლება არ ვიცით…

იარეთ მერე სამსახურებში მარტომ და მოთავსდით კლინიკებში ( თუ კი ადგილი იქნება ) ჯგუფურ-კლასტერებად, “ნეტა ვინ გადარჩება”-ს ლატარეის თამაშით, შეგეძლებათ ფსონებიც დადოთ  და ეკონომიკაზეც ისაუბროთ…

იგივე ეხება “ფანატიკოს” მრევლს და სამწუხაროდ ფსევდო-უმრავლესობაში მყოფ ეკლესიის მსახურ – “მასპინძლებს” !

ვირუსმა ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქა და ისინიც კი კარანტინით აღწევენ თავს. ჰოდა მორჩით ამ ვითომ ” სხვა ხედვების” ფრქვევას და 5-6 კვირა გაძელით როგორმე.

ეს ძალიან მოკლედ, თორემ უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება… და “ჭკვიანური” საუბრები კიდევ.

ახლა მაგის დრო არაა, ამ ეტაპზე კარანტინი და მკაცრი ზომებია საჭირო, რაც მეტ-ნაკლებად, ავად თუ კარგად, მაგრამ ხორციელდება … მერე ვნახოთ!”– წერს კონსტანტინე მათითაშვილი.

Next Post

„მაგრად იდექით“ – ილია მეორე

კვი აპრ 12 , 2020
2,038 წაკითხვასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა: „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ძალას. ,,უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”. ბზობა – ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ […]