„ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს“ – დავით ბერძენიშვილი

2,623 წაკითხვა

იმდენად რთული ვითარებაა და ისეთი უმძიმესი პროცესი მიდის მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, რომ ჩემთვის არ არის პრიორიტეტული ხელისუფლების საკითხი. მე არ ვუყურებ პროცესებს ოქტომბრის გადმოსახედიდან. ის იქნება პროცესის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ არჩევნებისთვის რა და როგორ იქნება, ეს არ არის ჩემი აზროვნების მთავარი ორიენტირი – აცხადებს დავით ბერძენიშვილი ახალ თაობასთან ინტერვიუში, მისივე თქმით:

ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს და მან დაამუხრუჭა საქართველოს განვითარება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულების მხრივაც. ის მონოპოლისტია ეკონომიკაში და ამიტომ ეს ვალი აქვს.

რაც შეეხება ეკონომიკას, ყველა საშუალოდ განვითარებული ქვეყანა ახერხებს, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას. ზოგი 100%-ით აძლევს შემოსავალს, ზოგი 70%-ით. სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციები 100%-ით უზრუნველყოფენ.

ჩვენ ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერის იმედად ვართ, ამიტომ მას ქართული ფინანსები ვერ ამოქაჩავს. ჩვენთვის მთავარია სიცოცხლის გადარჩენა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ბიძინა ივანიშვილს სწორედ აქ მოეთხოვება იმ ვალის დაბრუნება, რომ მილიონები ხალხის მასობრივად გადარჩენას მოახმაროს.

_ ანუ ახლა მან ვალის ნაწილი დააბრუნა?

_ კი, ასეა.

რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკის ხელახლა გაცოცხლება შეუძლია მნიშვნელოვან დასავლურ ინვესტიციებს, რაც, როგორც ჩანს, იქნება.

Next Post

„ნიკა გვარამიამ პამპერსი ამოიღოს იმ ჩასვრილი შარვლიდან ურჩევნია და..“ – იუნა შაფათავა

კვი აპრ 12 , 2020
2,623 წაკითხვამსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ეხმიანება ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს: ნიუიორკის საგზაო ოფიცერი ატარებს მარლის პირბადეს, 1918 წლის პანდემიის დროს – ძველი ფოტო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ამბავი, მგონი ეს არ იცით და უნდა იცოდეთ, არსად ქართულ მედიაში ეს ინფო არ დევს და უნდა გაჟღერდეს კარგად: საქართველოს წარმომადგენლობა აშშ-ში, ისეთივე ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლაში, როგორც ჩვენი სამშობლო. 24/7 […]

შესაძლოა მოგეწონოთ