ძლიერი ხანძარი ჩერნობილში

710 წაკითხვა

ჩერნობილის ზონაში ხანძარია. ჩაკეტილ ტერიტორიაზე ასეთი შემთხვევები ხშირია, თუმცა ამჯერად ხანძარი დაახლოებით 3 500 ჰექტარზეა გავრცელებული. მეხანძრეები მიტოვებული ბირთვული ქარხნის ტერიტორიის გარშემო ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახდენენ.

ხანძრის გამო მოიმატა რადიაციის დონემაც, რასაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.

რადიაციის დონე ამჟამად სტაბილურია კიევში. უკრაინის რადიაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომწამვლელი კვამლი კიევს ამ კვირაში მიაღწევს.

ხანძარს 400 მეხანძრე, 100 სახანძრო მანქანა და რამდენიმე ვერტმფრენი ებრძვის.

Next Post

„კორუმპირებული მედია! - “ - დონალდ ტრამპი

ორშ აპრ 13 , 2020
710 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ექსპერტების გაფრთხილებები კორონავირუსთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. „თუ ყალბი ამბების ოპოზიციური პარტია მთელი მონდომებით აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ინგორირება მოახდინა საფრთხის, მაშინ რატომ მაკრიტიკებენ ისინი და მედია, რომ ჩინეთთან მიმოსვლა ავკრძალე? ისინი ამბობდნენ ადრეა და აუცილებელი არ არის. კორუმპირებული მედია!“ – დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას […]

შესაძლოა მოგეწონოთ