„მთავრობასთან მაქვს ერთი უწყინარი შეკითხვა“ – ირინა სარიშვილი

3,358 წაკითხვა

მთავრობასთან მაქვს ერთი უწყინარი შეკითხვა:
გუშინდელი დღის მერე (ბზობა), ასევე 18–19 აპრილის ღამის მოსალოდნელი ვითარების მერე, ვის დაჯარიმებას აპირებთ 2მეტრიანი დისტანციის და კომენდანტის საათის გამო?!
ვინ უნდა დააჯარმოთ?! – სახლებში უხელფასოდ გამოკეტილი კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებსაც, ასე თუ გაგრძელდა, თქვენს მიერ ჯერჯერობით არდახურულ მაღაზიებსა და აფთიაქებში შესასვლელი ფულიც აღარ ექნებათ???
საგანგებო მდგომარეობის დადებითი მხარე – ვირუსის გავრცელებისგან თავის დაცვა უგულებელყოფილია და რჩება მხოლოდ უარყოფითი – სახლებში გამოკეტვა მოქალაქეების მორალური და მატერიალური ზიანის ფასად!

ვინმემ მითხრას რომ ეს ასე არ არის!

ან აღასრულეთ რასაც თავადვე აწესებთ, ან რამე ალტერნატიული შემოგვთავაზეთ და ეს საგანგებო მდგომარეობა თავის კომენდანტის საათიანად გააუქმეთ, რომელსაც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს და არანაირად არ გვიცავს ვირუსის გავრცელებისგან!
თუ იმის თავი არ გაქვთ რომ საკუთარი კანონები აღასრულოთ, მაშინ იმის უფლება დაგვიტოვეთ რითი გვირჩევნია სიკვდილი: კორონით, რომლისგანაც ყველა შეგნებული ადამიანი ქრონკული დაავადებების მქონე საკუთარ ახლობელს და საკუთარ თავს ისედაც დაიცავს, როგორც შეუძლია თუ შიმშილით სიკვდილი, რომელიც არცერთს არ აგვცდება ასე თუ გაგრძელდა!

ვინმე ფიქრობს რომ მხოლოდ ექიმების თავგანწირვა უშველის ამ სიტუაციას თუ მთავრობას კრიზისული ვითარების მართვა არ შეუძლია და შერჩევითი სამართლით უბრალოდ ფულის კეთებაზეა გადასული?!

გაგვცემს ვინმე ამაზე პასუხს?!
გელოდებით!

ირინა სარიშვილი

Next Post

ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას ექსპერიმენტი

ორშ აპრ 13 , 2020
3,358 წაკითხვა