1,777 წაკითხვა
ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მხარის რწმუნებული ადასტურებს.
გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, აღებული 9 ნიმუშიდან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, დადგენილია ყველა კონტაქტი და სოფელში მიმდინარეობს როგორც სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე მოსახლეობის ტემპერატურის კონტროლი.
“კურიერის” ინფორმაციით, ახალი პაციენტი გუშინ გამოვლენილი შემთხვევის მეზობელი და ნათესავია. ის კარანტინში გუშინვე, სხვა კონტაქტებთან ერთად, გადაიყვანს.