„აღდგომის მერე ეპიდემია იფეთქებს, დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის“ – ექიმი ლევან ხარაშვილი

3,751 წაკითხვა

ექიმი ლევან ხარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. 

ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ „წვერს”. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები – სპორტსმებობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბოზები – ბოზობას …. ი რაზვე ეტო ნორმალნო“, – წერს ლევან ხარაშვილი.-*/47

Next Post

„ეს ამდენი ხალხი რამ დააბრმავა და გააბოროტა ასე?“ - სოსო მანჯავიძე

ორშ აპრ 13 , 2020
3,751 წაკითხვა„ღმერთმა კოლუმბია იმდენად მშვენიერი შექმნა, რომ სხვა ქვეყნების მიმართ გამოჩენილი უსამართლობის გამოსასწორებლად აქ უანრავი ბოროტი ადამიანი დაასახლა”-თქვა ერთხელ პაბლო ესკობარის ნარკოკარტელის ტერორით გამწარებულმა კოლუმბიის პრეზიდენტმა ცეზარ გავირია ტრუხილიომ. ცეზარ გავირიას ეს ნათქვამი გვარამია-გაბუნიას გუშინდელი გმირობის შესახებ მათი მომხრეების კომენტარების კითხვამ გამახსენა. კარგი, ეს ორი, მათი შეფი, გიორგი ვაშაძე ჯუნიორი და სხვა პოლიტგაბოროტებულები გაგიჟდნენ, მაგრამ ეს ამდენი ხალხი რამ დააბრმავა […]

შესაძლოა მოგეწონოთ