მღვდელმონაზონი ანდრია სარია, კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირის ვინაობას საჯაროდ წერს და მას „ბნელს“ და „უვიცს“ უწოდებს:
„როგორც ცნობილი გახდა, ვერის ტაძრის მღვდელმსახური (იოანე ღვთისმეტყველში) მღვდელი გიორგი პაპავა დაინფიცირდა კორონა ვირუსით, მრევლის თქმით ბზობასაც ქონდა ადამიანებთან შეხება, რაც საყურადღებო და საგულისხმოა. მღდელმთავარ იაკობის სიქადულმა: ყველა კლასტერი არსებობს და ეკლესიის კლასტერი არა გვაქვს!!! ასე იცის სიბნელემ, სიუვიცემ და უსიყვარულობამ! ფარისევლებმა რიგორიზმით ის გააკეთეს, რომ ქრისტე აცვეს ჯვარს… იაკობისნაირი ხალხი კი საქართველოს მოსახლეობას ,,აცვამენ” კორონა ვირუსზე… ღმერთი ყოველ ნაბიჯზე გვამდაბლებს მათი უგუნურების გამო!!! ღმერთმა დალოცოს ეს მღვდელი… “ – წერს მამა ან დრია სარია.
კომენტარებში მამა ანდრიას ეკითხებიან, რამდენად სწორია ინფიცირებული მღვდლის ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება, რაზეც მღვდელმონაზონი პასუხობს:
„ავადმყოფობა სირცხვილი არ არის… მითუმეტეს მღვდელს ევალება ღიად ისაუბროს ამაზე…“ – პასუხობს სარია.