„ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს“ – მამა თეოდორე გიგნაძე

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ უფრთხილდება ქვეყნის მოსახლეობას. მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომ იმ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც მსოფლიოში პანდემიის სახე მიიღო და ჩვენთან, საბედნიეროდ, ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ მოქალაქეები, მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანები“, – ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ მრევლის მიმართ გაკეთებულ განცხადებაში, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მორჩილება, რომელსაც მართლმადიდებლებს წმინდა წერილი ასწავლის.

„ეს მორჩილება ზუსტად ის მორჩილებაა, რასაც გვავალდებულებს წმინდა წერილი, პავლე მოციქული და ზოგადად, ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია“, – აღნიშნა მამა თეოდორემ.

როგორც მან განაცხადა, ეკლესია ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ხოლო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების საკითხს მთავრობა და საპატრიარქო გადაწყვეტენ.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *