ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს – გიორგი გახარია

1,063 წაკითხვა

მე, პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება.

„მე, პირადად იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების და სიბრძნის და რატომ? იმიტომ, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს. ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი ჩვენი პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის ასევე ეგზისტენციალური საკითხია. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის. რა თქმა უნდა, მთავრობა და მე, პირადად მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს თუ არ გვაქვს უნარი, ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ისევე როგორც ეკლესიაზე, ასევე – სახელმწიფოზე. ასეთ შემთხვევაში კარანტინი, რა თქმა უნდა არ დაგვჭირდებოდა და იდეალური რა იქნებოდა იცით ? ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. მე, პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Next Post

„ყველამ, ვინც თავს სხვაზე პროგრესულად მიიჩნევს, ორკესტრირებულად, თითო კენჭი ესროლა ეკლესიას“

სამ აპრ 14 , 2020
1,063 წაკითხვამოკლედ, ყველამ, ვინც თავს სხვაზე პროგრესულად მიიჩნევს, ორკესტრირებულად, თითო კენჭი ესროლა ეკლესიას. გულის ან სულის სარკეს პირბადე ვერ დამალავს. წეღან ვიღაც ე.წ. თეოლოგი, ტვ პირველის ეთერით, ბნელებად მოიხსენიებდა ეკლესიას, მრევლსაც… ერთ სულ მოსახლეზე იმდენი ექსოერტი, ანალიტიკოსი და თეოლოგი გვყავს … ამ ბოლოს განსაკუთრებით მომრავლდნენ თეოლოგები. ორღობის ჭორაობის ენით საუბრობენ. რა ვიცი. მესმის, ჩვენთვის წვალიბენ, მაეტივი ენით საუბრობენ, რომ მუგვახვედრონ, […]