„ყველამ, ვინც თავს სხვაზე პროგრესულად მიიჩნევს, ორკესტრირებულად, თითო კენჭი ესროლა ეკლესიას“

1,838 წაკითხვა

მოკლედ, ყველამ, ვინც თავს სხვაზე პროგრესულად მიიჩნევს, ორკესტრირებულად, თითო კენჭი ესროლა ეკლესიას.
გულის ან სულის სარკეს პირბადე ვერ დამალავს.

წეღან ვიღაც ე.წ. თეოლოგი, ტვ პირველის ეთერით, ბნელებად მოიხსენიებდა ეკლესიას, მრევლსაც…

ერთ სულ მოსახლეზე იმდენი ექსოერტი, ანალიტიკოსი და თეოლოგი გვყავს …

ამ ბოლოს განსაკუთრებით მომრავლდნენ თეოლოგები. ორღობის ჭორაობის ენით საუბრობენ. რა ვიცი. მესმის, ჩვენთვის წვალიბენ, მაეტივი ენით საუბრობენ, რომ მუგვახვედრონ, მაგრამ ერთი-ორი ამონარიდი მაინც მოიშველიეთ აღქმიდან, ბიბლიიდან, წმინდანების ცხოვრებიდან…

აბა, წყევლა, ლანძღვა და ბნელების ძახილი ვაგონგამცილებლებსაც შეუძლიათ. ძველ ვაგონგამცილებლებს ვგულისხმობ, “პრავადნიცას” რომ ვეძახდით, თორემ ახლა, უმუშევრობის გამო, ზოგიერთ თეოლოგზე, პოლიტოლოგზე ექსპეეტსა თუ ანალიტიკოსზე მჭერმეტყველი, აზრდილი და განათლებული გამცილებელი შეიძლება შეგხვდეს.

ჰო, თეოლოგია ღვთისმეტყველებაა, ღვთის-მეტყველება… უფრო ღრმა განმარტება ინტერნეტშიც მოიძებნება, მაგრამ ხომ ხვდებით ღვთისმეტყველების სპეციალისტი ღვთის ენით უნდა საუბრობდეს, ანუ ღვთისმეტყველი უნდა იყოს და არა…

სასაცილო თუ სატირალი ისაა, რომ, ამ დღეებში, პროგრესულად მოაზროვნეთა რიგებში, რომის პაპთან და სხვებთან ერთად, რუსეთის პატრიარქი კირილეც მიათვალეს… ჩვენი პატრიარქი ბნელია, კირილე ნათელი, რადგან ეკლესიებს ბოქლომი დაადო (საყოველთაო განსაცდელის დროს).

რა “საინტერესოები” ხართ, ვინც ილანძღებით ახლა. კვერცხებსაც შეღებავთ, პასკებსაც იყიდით და “ქრისტე აღდგაო”, “ჭეშმარიტადო”, მიულიცავთ ერსა და ბერს, დაგზავნით N-რაოდენობის გიფებს, სადღეგრძელოებსაც იტყვით, მოსაგონარებსაც…

ყველაზე პროგრესული პოსტები ასე იწყება: “მეც მართლმადუდებელი ვარ, მაგრამ…” აი, სადაც მაგრან იწყება, იქ მთავრდება.

რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც ზოგს მართლა გულრწფელად ადარდებს, ზოგი კი ეკლესიაზე შეტევის მორიგ მიზეზად იყენებს.

22 მარტის პოსტში დავწერე, ანუ 1 თვის წინ, რომ ეკლესიაზე შეტევით, ორკესტრირებული აჟიოტაჟით არ გადამწყდარა და ვერ გადაწყდება საკითხები. ამ აჟიოტაჟის მიზანიც ზუსტად ეს იყო – პრობლემის გამწვავება. ამას ახლა ხომ არ ვწერ? ნახეთ 1 თვის წინანდელი წერილი. ისიც კარგად ჩანდა ამ პერიოდში, რომ ხელისუფლების და ეკლესიის დაპირისპირების წაქეზება მომხდარიყო, ვინ ვისზე გაიმარჯვებდა.

მახსოვს ზოგიერთი, ახალი წლის გაუქმების მოთხოვნით გამოდიოდა და მერე, ორბელიანის მოედანზე სელფებს იღებდნენ. შევინახე ერთი-ორი…

ჰოდა, თუ მართლა გადარდებთ ვირუსზე გამარჯვება, სხვა მიმართულებითაც გააათმაგეთ ძალისხმევა. საპატრიარქომ, ვისაც გაგონება სურდა, თქვა რამდენჯერმე: “ადრეა ჯერ, გაიგებთ თავის დროზე”.

იმასაც ხომ ვხედავთ, რომ ეკლესიასაც და ქართული წარმოების პირბადეებსაც ერთი და იგივე ხალხი ებრძვის?! ჰოდა, არ ჯდება…

ის რომ დღეს, 1 დღე-ღამეში 30 ახალი შემთხვევაა, ყველას ბრალია. მიმოიხედეთ ირგვლივ. უამრავ გულგრილობას, დაუდევრობას, უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების უცოდინარობის უამრავ ფაქტს დაინახავთ.

ახლა დავიმშვიდოთ ყველამ ნერვები. ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. უფლის წყალობით ვირუსზეც გავიმარჯვებთ!

#დარჩისახლში, ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი.

ამირან სალუქვაძე

Next Post

„სამწუხაროდ, შესაძლოა სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“ – გიორგი გახარია

სამ აპრ 14 , 2020
1,838 წაკითხვაპრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ, შესაძლოა, სასაფლაოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, სასაფლაოებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მომდევნო 1-2- დღის განმავლობაში იქნება მიღებული.

შესაძლოა მოგეწონოთ