გურამ დონაძე საპატიმროდან გაათავისუფლეს

1,131 წაკითხვა

ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, გურამ დონაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

Next Post

„პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას“ - ამირან გამყრელიძე

ხუთ აპრ 16 , 2020
1,131 წაკითხვაპირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო ოთხი დღე გადამწყვეტი იქნება. „ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტია მომდევნო 4 დღე. არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, […]