„პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას“ – ამირან გამყრელიძე

956 წაკითხვა

პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ოთხი დღე გადამწყვეტი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტია მომდევნო 4 დღე. არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სცენიდან. ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ipn

Next Post

ინგა გრიგოლია პაატა იმნაძის განცხადებას ფეისბუქში გამოეხმაურა

ხუთ აპრ 16 , 2020
956 წაკითხვაინგა გრიგოლია პაატა იმნაძის განცხადებას ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: „პაატა იმნაძეზე არ ბრაზობენ ისინი, ვინც ჟურნალისტებს ეჩხუბებოდა, რატომ სვამთ შეკითხვას, რამდენად დაცული იქნება მრევლი კორონავირუსისგან, თუ ტაძრებში ხალხმრავლობა იქნებაო?“

შესაძლოა მოგეწონოთ