„ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი, ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე“

1,082 წაკითხვა

წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, – აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული გურამ დონაძე. როგორც გურამ დონაძე განმარტავს, მას საპროცესო შეთანხმება აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე გაუფორმდა. მან ნომერ მე-9 პენიტენციური დაწესებულება გუშინ დატოვა.

„გამოძიებასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე, წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ვცანი უდაოდ. ჩემი განცხადებისა და თხოვნის საფუძველზე, რომლითაც პროკურატურას მივმართე, საპროცესო შეთანხმება გამიფორმდა. სასჯელის სახით წელიწადი და 9 თვე განმესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით ამეკრძალა. 1 წლისა და 4 თვის გასვლის შემდეგ, ამნისტია შემეხო, რომელიც 2012 წელს გამოცხადდა. გავიაზრე ჩემ მიერ განხორციელებული ქმედების შინაარსი და ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი, ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე“, – განაცხადა დონაძემ.

მისივე განმარტებით, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან კომუნიკაციას უახლოესი დღეების განმავლობაში არ აპირებს.

არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებს მსჯავრდებული ზურაბ მიქაძეც.

ცნობისთვის, რადენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

Next Post

„საბოლოოდ უფალი განსჯის“ – პაატა იმნაძე მეუფე იაკობს პასუხობს

ხუთ აპრ 16 , 2020
1,082 წაკითხვაპაატა იმნაძე მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ სიმართლეს უფალი განსჯის. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება არ სურს. „მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს უფალი განსჯის“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა იმნაძეს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რეალური რაოდენობა დაითვალოს. […]

შესაძლოა მოგეწონოთ