
პრიზებს ვაწესებ, საოცარ საჩუქარს, იმ პირებისთვის ვინც მომაწვდის ან გაასაჯაროვებს კოვიდიანელი შორენას, შიოს, იაკობის, იობის, გერასიმეს, იოანე გამრეკელის, სხალთელის, გრიგოლ კაციას, შალვა კეკელიას სხვა კოვიდმეუფეებისა თუ კოვიდმსახურების ზიარების და ბარძიმის დაცლის კადრებს. ჰო, ზიარებას არა პირველების, არამედ ბოლოს – მრევლის ზიარებას რომ დაასრულებენ. ხაინდრავა და კაკაბაძე, საღინაშვილი და ის პილიგრიმთა შეფი კგბ-შნიკი ქალიც უნდა მანახოთ ზიარების მიღებისას. ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც გვმოძღვრავდა ტვ იმედიდან ორიოდე დღის წინ. მაგას მორწმუნეა თუ ურწმუნო არ აქვს მნიშვნელობა – პროცესის პროვოცირების იდეოლოგია და ვალდებულიც არის ეზიაროს, როგორც სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი.
საჯაროდ მინდა განმარტება კოვიდიანელებისგან, რატომ შეცვალეს ხელზე მთხვევის რიტუალი? ისე, ამ სახის კადრებსაც ველოდები, თან კონკრეტული ადგილი მოინიშნონ მრევლი ვის სად უნდა ემთხვიოს და კოვიდიანელები ერთმანეთს სად.
გოჩა მირცხულავა