„ვერ შეაჩერებ! კიდევ უფრო გააგულისებ და..“- ირინა სარიშვილი 

2,513 წაკითხვა

კიდევ ახალი შეზღუდვა: ხვალიდან 21 აპრილამდე, ანუ 5 დღით იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება მთელ ქვეყანაში! და რა?!!! ამით შეაჩერებ ამპარტავან ფანატიკოსს??? ვერ შეაჩერებ! კიდევ უფრო გააგულისებ და გაათავხედებ და ის ფეხით წავა სადაც მიდიოდა! ისევ ჩვენზე ტყდება ყველაფერი! მათ, ვისაც აუცილებლად გვჭირდებოდა, აუცილებლად და არა სასეირნოდ, გადაადგილება, ამის საშუალება ვეღარ ექნებათ! ვერ გაიღება მაღაზიები! სასურსათო მაღაზიები! პურიც გამოვიძახოთ?! თუ მოხარშული კვერცხი ვჭამოთ 5 დღე???
ვის ზღუდავთ ამით – საპატრიარქოს?! ვერა ვერ ზღუდავთ! სამწუხაროდ საპატრიარქომაც თქვენსაცით ფეხებზე დაიკიდა საკუტარი მოსახლეობა, ექიმები, ბავშვები, მოხუცები, ყველა და თქვენი უხერხემლობით თავისი გაიტანა! ეს ახალი შეზღუდვებიც მხოლოდ ვინც ჩამოვთვალე იმათ შეეხება და სხვას არავის!
უპატრონო ქვეყანა!

ირინა სარიშვილი 

Next Post

„ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია...“ – რუსუდან შარაძე

ხუთ აპრ 16 , 2020
2,513 წაკითხვარუსუდან შარაძის გამოხმაურება ამირან გამყრელიძის მოწოდებაზე, რომ პანდემიის დროს, ნუ გავლენ სასაფლაოებზე და ტაძრებში: „ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი. ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების […]