„ამის შემდეგ, არაა ძნელი მისახვედრი, რა შეიძლებოდა მოყოლოდა აგრესიულ ტესტირებას“ – სოსო მანჯავიძე

2,183 წაკითხვა

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„დიდი ბრიტანეთის მცდელობა, დაეწყო მასობრივი ტესტირება – ჩავარდა. ტესტების დასამზადებლად საჭირო სინჯებისა და კულტურის ნაწილი, რომელიც უცხოეთში შეისყიდეს, ახალი კორონავირუსით, SARS-cov 2-ით აღმოჩნდა ინფიცირებული.
ინფორმაცია ტესტების დასამზადებლად საჭირო კომპონენტების კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ლაბორატორიებს ლუქსემბურგში მდებარე ტესტების მწარმოებელმა ლაბორატორიამ Eurofins Scientific-მა შეატყობინა.
დაუდგენელია, როგორ აღმოჩნდა ტესტებისთვის საჭირო სინჯები და კულტურა ინფიცირებული.
Eurofins Scientific-ი აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა ტესტების დამამზადებელ სხვა ფირმებსაც დაუფიქსირდა.
მანამდე ბრიტანეთის მთავრიბას აკრიტიკებდნენ ტესტირების დაბალი ინტენსივობის გამო აშშ-ს, სამხრეთ კორეას და გერმანიასთან შედარებით. ბრიტანეთს ამის გამო ჯანმოს ყოფილი დირექტორი ანტონიო კასტელოც აკრიტიკებდა…
როგორც Eurofins Scientific-ი აცხადებს, ‘ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ტესტებისათვის საჭირო სინჯებისა და კულტურის ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია ტესტების მწარმოებლების მიერ მსოფლიოს სხვადახსვა ადგილზე.
ეს პრობლემები შეიძლება ადვილად აღმოიფხვრას მართებული წმენდით და სეგრეგაციის პროცედურებით”

ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ეს ინფორმაცია “The telegraph”-მა გამოაქვეყნა.

ალბათ, არაა ძნელი მისახვედრი, რა შეიძლებოდა მოყოლოდა აგრესიულ ტესტირებას, როგორც ამას ქადაგებდა ზოგიერთი დემაგოგი.
სხვათაშორის, ამ საფრთხეზე მე ორი კვირის წინ ვამბობდი For.ge- სთვის მიცემულ ინტერვიუში.
არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა ეს ინფორმაცია ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ან იმათ, ვინც ეს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად აქცია.
ფაქტია, რომ ცნობიერად თუ არაცნობიერად, ძალიან დიდ უსიამოვნებას გადავრჩით.
იმედია, რომ ეს ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება და შეუმოწმებელი ტესტებით აგრესიულ ტესტირებაზე ახლა არ გადავლენ, მითუმეტეს, რომ ეპიდემია კლებისკენ წავიდა, რასაც იგივე ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტიც ადასტურებს.“ – წერს სოსო მანჯავიძე.

Next Post

ამირან გამყრელიძის პასუხი მეუფე იაკობს (ვიდეო)

პარ აპრ 17 , 2020
2,183 წაკითხვა