რუსთაველის „სმარტის“ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

1,233 წაკითხვა

სუპერმარკეტი „სმარტი“ COVID-19 -თან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული ყველა ზომების გათვალისწინებით ცდილობს დაიცვას, როგორც საკუთარი თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„ამასთან, რუსთაველის „სმარტის“ დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა ვირუსი და „სმარტმა“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანმა კომპანიამ, მყისიერად გაატარა ყველა ის ღონისძიება და რეკომენდაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იქნა მიღებული. რუსთაველის „სმარტის“ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შემხებლობაში იყო ვირუსის მატარებელთან, გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში; დაუყოვნებლივ დაიკეტა ობიექტი; მოხდა მისი სრული დეზინფექცია (მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტში ისედაც რეგულარულად მიმდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები) და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას.

აქვე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და აწვდნიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს. თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად, 22 აპრილიდან „სმარტის“ ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მივიღებთ. თავად „სმარტის“ თანამშრომლების თერმოსკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა“, – აცხადებენ „სმარტში“

Next Post

„სასწაულთა სასწაული ვიხილეთ დღეს ყველამ“ - სოსო მანჯავიძე

შაბ აპრ 18 , 2020
1,233 წაკითხვასასწაულთა სასწაული ვიხილეთ დღეს ყველამ. 14. 06 წუთიდან არაბი მართლმადიდებლების საოცარი შეძახილები “ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია.” მაინც გაისმა მაცხოვრის აღდგომის ტაძართან. როგორც ჩანს, ტაძრის კედელთან იყვნენ, კამერაზე არ ჩანდნენ. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ინგლისელმა გუბერნატორმა, რომელმაც მიიჩნია, რომ არაბი ქრისტიანების გამოხატვის ფორმა მიუღებელია, ისინი არ დაუშვა მსახურებაზე, ცეცხლი მხოლოდ მათი დაშვების შემდეგ გადმოვიდა,” საოცარი კიდევ ისაა, ეს მაინცადამაინც “ტვ პირველის” […]