„აღდგა“ თუ „აღსდგა“ – ლევან ღვინჯილიას მორიგი განმარტება

2,839 წაკითხვა

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელებში არსებულ მითქმა-მოთქმას, როგორია სწორი ფორმა-„აღდგა“ თუ „აღსდგა“ კიდევ ერთ განმარტებას უკეთბს. ღვინჯილია ერთ-ერთ facebook-გვერდზე (”დეკორატიული მცენარეები”) არსებულ განხილვას ამგვარად აფასებს:

„პატივცემულო Dekoratiuli Mcenareeb-ო!!! არასოდეს არ მომივა აზრად, შეგეცილოთ Dekoratiuli Mcenareebi-ის (დეკორატიული მცენარეების) მოვლა-მოშენებაში; ეს ერთი! გარდა ამისა, მე ჩემ საიტზე რაღაცას რომ ვწერ, ამით თქვენ როგორ შეგაწუხეთ და „თავი როგორ წაგჭამეთ“? – საუბრის ინტონაციით, ცხადია, გახარებული არ ვარ. ახლა ორიოდე განმარტება: „ორივე სწორი“ არაა! სახარება არ ცნობს „აღსდგა“ ფორმას. ამის მერე თქვენ რას იზამთ, ეს ნაკლებად მაღელვებს. ისე კი, წაკითხული რომ სულ ვერ გაგიგიათ, ეს სამწუხაროა. იმ „პოსტში“ ვსაყვედურობ ენისადმი უსულგულო დამოკიდებულებას მაღალი თანამდებობის პირებს და ეს, ცხადია, Dekoratiuli Mcenareeb-ს სავსებით არ ეხება. ამაზეა ნათქვამი: „კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირაო“. თუ პატივს დამდებთ და მაგ მცენარეებიდან „თავს გამოყოფთ“ (ანუ სახელსა და გვარს „მაჩუქებთ“), მაშინ უფრო დეტალურად აგიხსნით, რაში ცდებით. თქვენ მიერ მოხმობილი ამონარიდი კი მხოლოდ ავტორის ახირებაა და მეტი არაფერი“, – წერს ღვინჯილია და facebook-გვერდის „დეკორტიული მცენარეების“ მიერ გაზიარებულ პოსტს მკითხველს უზიარებს: 

13133160_1729096254042260_6097028742592771018_n

Next Post

„ღიად უნდა დავწერო ბებერი ჟურნალისტის ანდერძი“ - ინგა გრიგოლია

შაბ აპრ 18 , 2020
2,839 წაკითხვაინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: „ღიად უნდა დავწერო ბებერი ჟურნალისტის ანდერძი-თუ რამეა და კორონა არ ამცდა, არ გაბედოთ ჩემი ჩვენება ლაივში, როგორ ვწევარ რეანიმაციაში და როგორ ვკვდები .მადლობა დამდეგ აღდგომას გილოცავთ“.

შესაძლოა მოგეწონოთ