
„არაეფექტური პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოახდენენ სასურსათო კრიზისის პროვოცირებას და ეს მიგვიყვანს ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე’’ –
ამას აცხადებს გაეროს სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის (FAO) ხელმძღვანელი…
მან ხაზი გაუსვა, რომ დაწყებული ტენდენცია სასისცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე ექსპორტის აკრძალვისა კიდევ უფრო დააჩქარებს ამ კატასტროფას.
აშშ-მ შეიძლება დეფოლტი გამოაცხადოს ჩინეთის ვალზე: ანუ ჩინეთი არის უმსხვილესი მფლობელი აშშ-ს სახაზინო ვალდებულებებისა 1,2 ტრლნ დოლარის ოდენობით… უბრალოდ, არ გადაუხდიან…
ამას თავისი შედეგები მოყვება.
ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბალი 11%-ით გაძვირდა!
Morgan Stenley-სა და Credit Suisse-ს ანალიტიკურუდი დასკვნებით, მოსალოდნელია აშშ-ს ეკონომიკის დაცემა შესაბამისად 38%-ით და 33,5%-ით. აშშ-ში იარაღის შესყიდვა გაიზარდა 91%-თ! გასაგებია, რისი მოლოდინის გამოც… სამხრეთ იტალიაში იმის ნიშნებია, რაც თუ არაფერი შეიცვალა, ევროპას ემუქრება… ფედერალური სარეზერვო სისტემის (სენტ-ლუისი) ხელმძღვანელის დასკვნებით აშშ-ში უმუშევრობა 30%-ს მიაღწევს (ასეთი რამ არასდროს ყოფილა! “დიდი დეპრესიის დროს 24,3%-ს არ ასცილებია!)…
ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება სუსტ ეკონომიკებში…
და რა მოხდება უსუსტეს ეკონომიკებში, როგორიც საქართველოა… სასურსათო პრობლემების გაჩენა მსოფლიოში საქართველოს დააყენებს მძიმე პრობლემის წინაშე!
საქართველოს მთავრობის მთავრობის მიერ დღემდე გახმიანებული ყველა წინადადება არის გათვლილი იმაზე, რომ მალე გადავა ყველაფერი და ჩვენ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან (ამიტომ არის მომავალში 2 მლრდ აშშ დოლარზე საუბარი)…
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა შანსს არ ტოვებს… სრული კატასტროფაა აზრობრივი და პროფესიული…
ვერ ვხედავ, რომ მთავრობა გრძნობს საფრთხეს…
საფრთხეს რომ გრძნობდეს, გაზაფხულია და ახლა თუ აგრარულ სექტორში არაფერი გაკეთდა, იგივე მოუხნავი დარჩება მიწების დიდი რაოდენობა… ეს კი რაზე მიუთითებს, ახლა არ მინდა ვისაუბრო… კარგზე არაფერზე!
აშშ-სა და ევროპაში სოციალურ დაძაბულობას მოელიან და საქართველო არხეინად, როგორც ახლაა, – გადაიტანს ყველაფერს?!
ვერ!
ეკონომიკა განიცდის:
მოთხოვნისა და მოხმარების უმძიმეს შოკს,
ინვესტიციების შოკს,
ექსპორტის შოკს…
ადამიანებს ეწურებათ დანაზოგები…
რისთვის ხართ მზად?!
მარტო შიშველი პროპაგანდა კორონავირუსზე არ ფარავს პრობლემებს და საფრთხეებს…
დემურ გიორხელიძე