ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე კორონა ვირუსით გარდაცვლილ მეოთხე პაციენტზე წერს.
“გარდაცვლილი პაციენტი ნომერი ოთხი. მის ხელში გავიზარდე, უსაყვარლესი ქალი იყო,ყველას გაჭირვების ტალკვესი.
საავადმყოფოდან პირდაპირ სასაფლაოზე უნდა წაიყვანონ. ბევრი დავტირით ასე სახლებში, ქობულეთი”– წერს დიანა ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონა ვირუსით მე-4 პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის 70 წელს გადაცილებული ქალბატონი იყო და გართულების ძირითადი მიზეზი, თანმდევი ქრონიკული დაავადებები გახდა.