„პოლიტიკოსი, რომელიც ამას ამბობს, ან შიშით მოსდის, ან უვიცობით“

891 წაკითხვა

პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ბევრი დაავადებული დადის ქალაქში უკონტროლოდ, შეურაცხყოფას გვაყენებს ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას, რადგან სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენ მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება, მანიპულირების არანაირი ბერკეტი არ აქვს,- ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სადღესასწაულო დღეებში ისმის სპეკულაციები, რაც განმარტებას ახლავე საჭიროებს.

სწორედ ამიტომ, დავით გადელია ამ თემას ვრცელი პოსტით ეხმაურება.

დავით გადელია აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის თვლასა და გამოვლენაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს სამინისტრო.

„იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამ სადღესასწაულო დღეებში კეთდება სპეკულაცია, რომ ახლავე ითხოვს განმარტებას: კოვიდ-19 -ის დადგენა ხდება კლინიკებში, ე.წ. პისიარის კვლევით დამოწმებისას (მაქსიმალურად გასაგებად მინდა მოგაწოდოთ). პოზიტიური პასუხის შემთხვევაში (ანუ, როცა დასტურდება), ავადმყოფებს ვითვლით ჩვენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თვლაში და გამოვლენაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს სამინისტრო, როგორც სახელმწიფო (დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, ცხადია ასევე სახელმწიფო სტრუქტურაა, თუმცა მას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია კლინიკებზე).

კლინიკები დაინტერესებული ვართ, რომ არცერთი კოვიდ დაავადებული არ გაგვეპაროს! ფინანსურადაც კი სისულელეა ჩვენთვის დაავადებულის დამალვა, რომ არაფერი ვთქვათ ეპიდემიოლოგიურ და თუნდაც მორალურ ასპექტზე, რომელიც არავისზე ნაკლები არ გვაქვს. ვიკვლევთ ყველა იმ საეჭვოს, რომელსაც რაიმენაირად აქვს რისკი, გადადებოდა კორონა ვირუსი. ამის მიუხედავად, საკმაოდ მცირე პროცენტია დადებითი პასუხები. ანუ, თეორიულად შეუძლებელია უამრავი დაავადებული დადიოდეს უკონტროლოდ ქალაქში. მაქსიმუმ- დაავადებულთა 10-20 პროცენტი, რაც არაა დიდი რიცხვი და მით უფრო „უამრავი“. პოლიტიკოსი, რომელიც ამას ამბობს, შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ, ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას- რადგანაც სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენს მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება და მანიპულირების არანაირი ბერკეტი არა აქვს.

ამ დიდებულ დღეს არავის გალანძღვა არ მინდა, ამიტომ ვცდილობ დავიჯერო, რომ როდესაც მავანი პოლიტიკოსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ან გადიდებულ თვალიანი შიშით მოსდით, ან საკითხის სრული უვიცობით. სავარაუდოდ, ორივეთი ერთად და იმედი მაქვს, არა აქვთ ჩვენი შეურაცხყოფის სურვილი“ , – წერს ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

Next Post

„ეს არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით“ - ნიკა გვარამია

კვი აპრ 19 , 2020
891 წაკითხვა„ტელეკომპანია რუსთავი 2 უკვე რეანიმაციიდან პირდაპირი კადრებით იწყებს კურიერს და კოვიდით მძიმედ დაავადებული პაციენტის ინტუბაციას გვაჩვენებს პირდაპირ ეთერში. ჯერ ერთი, ამის ჩვენება (რაგინდ დაბლარული და დაფარული იყოს კადრები) და რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით, და მეორე – იმ ვითარებაში, როცა მთავარ არხს ინტერვიუსაც არ გვაძლევენ ეპიდემიოლოგები (მთავრობის წევრებზე ვიღა საუბრობს), თავს რომ ოპოზიციურად აცხადებს (არავის კი არ […]